სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

 

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი  პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჯგუფური თაღლითობა თბილისში – ბრალდებულები სხვის ავტომობილებს ნაწილებად შლიდნენ და ყიდდნენ

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებულებმა 2019-2020 წლებში ფიქტიური ოპერაციები განახორციელეს იმ კომპანიების მეშვებით, რომლებსაც თვითონ მართავდნენ. ამ გზით მათ  425 ათასზე მეტი ლარის ოდენობის ყალბი საგადასახადო აქტივი შექმნეს, რომელსაც შემდეგ მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 139 ათასი ლარი იქნა შეტანილი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  180-ე მუხლით,  რაც თაღლითობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა  წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.