თბილისი, 2 მარტი– Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
რეგიონის მასშტაბით არსებულ ხუთ კოვიდ–ცენტრში 100 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 46 კოვიდ-პაციენტი გადის – სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 22 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ორი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში ექვსი პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 21 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 461-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.379 -ს მიაღწია.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით რეგიონებს შორის პირველ ადგილზე იმერეთია, შემდეგ კი შიდა ქართლი და სამეგრელო–ზემო სვანეთი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია