მსოფლიო წარღვნა: რის შესახებ აფრთხილებს კაცობრიობას რომის პაპი

პონტიფიკოსმა მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს კეთილგონიერებისკენ მოუხმო და აღნიშნა, რომ ეს იგივეა რაც არის „თანაგრძნობა სიტუაციების, ადამიანების, მსოფლიოსა და მისი პრობლემებისადმი“.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მსოფლიო წარღვნა უწინასწარმეტყველა კაცობრიობას რომის პაპმა ფრანცისკემ - მისი თქმით, კატასტროფა მოხდება, თუ სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები არ მიიღებენ ზომებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ.

„ის (მსოფლიო წარღვნა - რედ.) მოხდება, თუ ჩვენ იგივე გზით სვლას განვაგრძობთ“, - ციტირებს პონტიფიკოსს გაზეთი Corriere della Sera.

ფრანცისკემ შეახსენა ადამიანებს, რომ ნოემ წარღვნის გადატანა სათნოებით შეძლო. მან მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს კეთილგონიერებისკენ მოუხმო და აღნიშნა, რომ ეს იგივეა რაც არის „თანაგრძნობა სიტუაციების, ადამიანების, მსოფლიოსა და მისი პრობლემებისადმი“.