თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 461 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 250 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 57, შიდა ქართლი – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, გურია - 30, კახეთი - 29, ქართლი - 12, აჭარა - 7, ცხეთა-მთიანეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265.686-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.532-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.135 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.471 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 692, აჭარაში - 177, იმერეთში - 276.
247 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 102 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 4, იმერეთში - 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 149 ადამიანი, მათ შორის 101 - თბილისში, 36 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 515 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 237 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 26. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.497 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.089 პირი, აჭარაში - 394, იმერეთში - 688.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 461 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.379-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.