COVID-19 - ბოლო ცნობები

არ გამოიყენოთ კორონავირუსის სამკურნალოდ: ჯანმო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპეტებმა აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნეს, რომელიც ექვს კვლევას ეფუძნება
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება კორონავირუსით დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული არ არის, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში.

„ანთების საწინააღმდეგო ჰიდროქსიქლოროქინი არ უნდა გამოიყენებოდეს ინფიცირების თავიდან ასარიდებლად იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან დაავადებული COVID-19–ით“— წერია დასკვნაში.

ჯანმოს განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაცია ექვს კვლევას ეფუძნება, რომლებშიც ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი „არ ახდენდა მნიშვნელოვან ეფექტს კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობაზე“.

ანტიპარაზიტული პრეპარატი COVID-19-ის ვირუსს 48 საათში ანადგურებს: ავსტრალიური კვლევა

გარდა ამისა, ჯანმოს ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ პრეპარატი ასევე „ვერ ახდენს მნიშვნელოვან ეფექტს ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე და დიდი ალბათობით ზრდის კიდეც ნეგატიური შედეგების რისკს“.   

ჯანმოს ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული წამალი აღარ არის პრიორიტეტი კვლევებისთვის და ორგანიზაციის რესურსები COVID-19–ის საწინააღმდეგო უფრო პერსპექტიული პრეპარატების კვლევისკენ უნდა მიიმართოს.

თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ჯანმო ანტიპარაზიტული პრეპარატის, ივერმექტინის გამოყენების შესაძლებლობას სწავლობს კორონავირუსის სამკურნალოდ. მანამდე „ივერმექტინის“ ეფექტი ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოავლინეს, რომელთა განცხადებითაც, პრეპარატი ხელს უშლის კორონავირუსის შეღწევას ადამიანის უჯრედებში და ამიტომ ის ეფექტური იქნება მის სამკურნალოდ — მინიმალური გვერდითი მოვლენებით.