TikTok-ის მსგავსი: YouTube-მა ახალი პლატფორმა შექმნა – ვიდეო

ტესტირების ადრეულ სტადიაზე YouTube Shorts-მა 3,5 მლრდ ნახვა დააგროვა და ახლა კიდევ მეტად ვრცელდება ვიდეოსერვისების მომხმარებელთა შორის.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ვიდეოჰოსტინგმა YouTube-მა შექმნა ახალი ფუნქცია Shorts — პლატფორმა, რომელზეც მოკლე ვიდეორგოლები განთავსდება TikTok-ის მსგავსად, იუწყება GSMArena.

იმისათვის, რომ Shorts-ში მოხვდეს, ვიდეოჩანაწერი ერთ წუთზე ნაკლები უნდა იყოს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ შექმნილია YouTube Shorts — ახალი სერვისი მოკლე ვიდეორგოლებისთვის პირდაპირ YouTube-ს პლატფორმაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის ფუნქცია ბეტა–ტესტირების რეჟიმში მუშაობს. ტესტირების ადრეულ სტადიაზე YouTube Shorts-მა 3,5 მლრდ ნახვა დააგროვა და ახლა კიდევ მეტად ვრცელდება აშშ-ის ვიდეოსერვისების მომხმარებელთა შორის. ფუნქცია მალე ამუშავდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.