ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე სატვირთო მანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დანარჩენი ტრანსპორტისთვის განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში და მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • მლეთა–გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობისა და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 

ამასთან, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.