ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილზე შეზღუდვა დაწესდება: უწყების განმარტება

ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთზე სამუშაოები იმერეთისა და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობისთვის ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ქობულეთის შემოვლითი გზის გარკვეულ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 10-13 კმ და 31-ე კმ მონაკვეთებზე შპს „როუდ ქონსთრაქშენი“ ცხოველებისგან დამცავი ლითონის მესრის (ღობის) მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღით ორმხრივად შეიზღუდება

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 28 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო სამუშაოების დაგეგმილ ვადაში განხორციელება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ვადის გაზრდა 31 მარტამდე.

სამუშაოების წარმოების პერიოდში აღნიშნულ საავტომობილო გზაზე სავალი ნაწილი დროებით ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე სამოძრაო მხარეს შევიწროვდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.