ოპოზიციურმა ძალებმა მორიგი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

აქციის ცენტრი გახდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნევს.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა რუსთაველის გაზირზე კარვების ქალაქიდან სოლოლაკში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქი ფართოვდება>>

მსვლელობის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარება.

პიკეტები და აქციები: ოპოზიციამ უახლოესი პერიოდის მოქმედების გეგმა გამოაცხადა

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ ფორმალობაა და ქვეყანაში ყველა პროცესს ისევ ის მართავს. სწორედ ამიტომ ისინი მიემართებიან რეზიდენციისკენ, რათა საკუთარი პროტესტი გამოხატონ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს ხელში უკავიათ პლაკატები მოთხოვნებით და საჰაერო ბუშტები. რეზიდენციის მისადგომებთან მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციამ ისინი რეზიდენციასთან ახლოს მიუშვას.

ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა. აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა.