ყვითელი ამბები

ნუცა ქავთარაძე და არჩილ სოლოღაშვილი ნანატრი ვაჟის მშობლები გახდნენ – ვიდეო კლინიკიდან

ნუცა ქავ­თა­რა­ძი­სა და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის წყვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. წყვილ­მა 8 წლის წინ იქორ­წი­ნა, თუმ­ცა პირველი შვილი ახლა ეყოლათ.
Sputnik

ყოფილი ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე, რომელიც ახალ სეზონში ტელეეკრანიდან საპატიო მიზეზით გაქრა, ბიჭის დედა გახდა. ჟურნალისტმა გაგუას კლინიკაში იმშობიარა, საიდანაც ვიდეო გამოაქვეყნა მისმა მეუღლემ, ცნობილმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა არჩილ სოლოღაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

წყვილმა ვაჟს ალექსანდრე დაარქვა. ორსული ნუცა ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ მის შვილს სანი, ალექსანდრე უნდა ერქვას.

ნუცა ქავთარაძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს და „ფოლოვერებს“ ხშირად ახარებს. საზოგადოება ნუცას და არჩილის მიმართ განსაკუთრებით თბილად არის განწყობილი, რადგან წყვილს 8 წლის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი და ნუცას ორსულობა ყველასთვის სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა.