ყვითელი ამბები

ნახეთ ვინაა ცნობილი მსახიობის ბიზნესმენი მეუღლე – ყველაფერი გოგოლა კალანდაძის ქმარზე

გოგოლა საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდა და ნამდვილად მოსწრებული დედაა. ჰყავს უფროსი ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი, რომელიც ძალიან ლამაზია და დედის ასლსაც ეძახიან.
Sputnik

მსახიობ გოგოლა კალანდაძის მეუღლის ირაკლი ფერაძის პროფესიისა და საქმიანობის შესახებ, სელებრითი ცოლისგან განსხვავებით, ბევრი არაფერი დაწერილა. ირაკლი გოგოლას მეორე ქმარია და მასთან მსახიობს სამი შვილი ჰყავს – დათუკა, ანამარია და დარია. მსახიობის უფროსი ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი კი 21 წლის გახლავთ.

სულ ახლახან ირაკლი გადაცემის „ყველაფერი ღვინოზე ანა გოდაბრელიძესთან ერთად“ სტუმარი იყო, სადაც მან თავის საქმიანობაზე ისაუბრა. მეღვინეობას ოცი წლის შემდეგ, 2008 წელს მიბრუნებია. როგორც ამბობს, არასდროს ეგონა, რომ ეს საქმე ისევ შეუყვარდებოდა.

„მე დღეს სიღრმისეული ცოდნა მაკავშირებს მეღვინეობასთან. არის წიგნები, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე. ეს არის ჩემი ოჯახის ბიზნესი და ძალიან მსიამოვნებს, რომ ამაში მე მარტო არ ვარ ჩართული. მშობლები, ძმა, ძმისშვილები, შვილები, ყველანი ჩართულები არიან მასში და ამაშია ბედნიერება“, – ამბობს ირაკლი.

მსახიობი გოგოლა კალანდაძე მაყურებელმა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიყვარა, რაც მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „სახლი ძველ უბანში“ (ა. ვარსიმაშვილი, 1994), შემდეგ იყო ფილმი „ნუცას სკოლა“ (მ. კოკოჩაშვილი, 2000, ვალიდა).

მონაწილეობდა ფილმებში: „6 და 7“ (გ. ცაავა, 2003), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ნ. ჯორჯაძე, 1996), „კიდევ ერთი თბილისური ისტორია“ (ე. ბადურაშვილი, 2002) და სატელევიზიო სერიალებში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „ძილის წინ“, სადაც მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილთან ერთად თამაშობდა.