ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ბრიტანელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება

მიმდინარე სეზონზე ბასილაშვილმა ექვსი მატჩიდან ორი წარმატებით დაასრულა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბასილაშვილისა და ნორის მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-40 ნომერი) როტერდამში АТР-500 სერიის ტურნირის პირველ წრეში ბრიტანელ კემერონ ნორს (65-ე) დაუპირისპირდება.
ჩოგბურთელებს შორის ეს პირველი შეხვედრა იქნება კორტზე.

მიმდინარე სეზონში ბასილაშვილმა ექვსი მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც ორი მისი გამარჯვებით დასრულდა. იანვრის დასაწყისში ანტალიაში ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ავსტრალიელ ალექს დი მინუართან ორ სეტში დათმო – 2:6, 4:6. ამის შემდეგ ბასილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამ ტურნირში – მელბურნში, Australian Open-ზე და მონპელიეში, სადაც პირველივე წრეში მარცხი იგემა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 112 ათასი ევროა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი გაელ მონფისი.