რუსეთმა არქტიკაში კლიმატის მონიტორინგის მიზნით პირველი თანამგზავრი გაუშვა

დედამიწის და არქტიკის ოკეანეს ზღვების ზედაპირის ამინდის სადღეღამისო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად ორბიტაზე ორი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნა იგეგმება
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. არქტიკის რეგიონში კლიმატისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა-მატარებელმა Союз-2.1б პირველი რუსული თანამგზავრი Арктика-М გაუშვა.

როგორც „როსკოსმისის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, ეს რუსეთის მიერ კოსმოსური ხომალდის მესამე გაშვებაა 2021 წელს, მიმდინარე წელს 29 კოსმოსური სტარტია დაგეგმილი.

რაკეტა Союз-2.1б თანამგზავრთან ერთად კვირას 09:55 წუთზე აფრინდა. სტარტიდან ცხრა წუთში სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე რაკეტას თანამგზავრი Арктика-М გამოეყო.

20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები

თანამგზავრის სასტარტო მასა 2,2 ტონაა და მისი მუშაობის საანგარიშო პერიოდი შვიდ წელს მოიცავს. ის „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ საწარმოში შეიქმნა.

კოსმოსური აპარატი აღჭურვილია მრავალზონალური სკანირების ორი მოწყობილობით, რომელიც მოღრუბლულობის და დედამიწის ზედაპირის მრავალსპექტრულ გამოსახულებას ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში გადაიღებს.

თანამგზავრს ასევე გააჩნია ჰელიოგეოფიზიკური აპარატული კომპლექსი, რომელიც მზის ზედაპირზე აფეთქებების აქტივობის და კოსმოსურ სივრცეში რადიაციული გარემოს კონტროლისა და პროგნოზებისთვის არის განკუთვნილი.

დედამიწის და არქტიკის ოკეანეს ზღვების ზედაპირის ამინდის სადღეღამისო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად ორბიტაზე ორი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნა იგეგმება. 2023 წელს მეორე თანამგზავრის გაშვება იგეგმება, 2024-2025 წლებში - კიდევ სამის.