ახალბედა ბებია მუდამ ექსტრავაგანტულად გამოიყურება და მისი საჯარო განცხადებებიც საკმაოდ ხმაურიანია. არისტოკრატული ჩაცმულობით გამორჩეული ტელესახე აქტუალობას არ კარგავს. ნინო ნადირაძე-კუზანოვა მისი თაობის ქალბატონებს შორის სტილით განსაკუთრებით თვალშისაცემია. მას ფერების და აქსესუარების შეხამება უყვარს. აღმოჩნდა, რომ ნადირაძე-კუზანოვას სოციალური ქსელების ე.წ ფილტრები არ მოსწონს და გამოყენების შემთხვევაში საკუტარ თავსაც და სხვებსაც ტრანსგენდერებს ადარებს.
მან უახლესი ვიდეო საკუთარ გვერდზე თამამად გამოაქვეყნა და სოცსივრცეში ხმაური გამოიწვია. „აი ეს უბედურება ფილტრი, რომელიც მე გამოვიყენე და მეზიზღება, ჩვეულებრივი ტრანსის ვიდზე ვარ და მოგწონთ“,- ამბობს ნინო. ბოლო დროს კარდიოლოგი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც უმაკიაჟოდ იყო და წერდა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მაკიაჟზეც უარი თქვა და ცნობილ ბრენდებზეც.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.
დაუჯერებელია, მაგრამ ექიმი უკვე ბებიაა. მას პირველი შვილიშვილი ბაია კუზანოვმა, უფროსმა ქალიშვილმა აჩუქა. ბიჭუნასთან გატარებულ ბედნიერ წამებს ნინო თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს. კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.