საქართველოში ნალექიანი ამინდი და დროგამოშვებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა უამინდობამ პრობლემები შექმნას
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.