ყვითელი ამბები

ქრისტინე იმედაძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა - რა სჭირს მომღერალს?

ტელესახემ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საკუთარ დაავადებაზე საუბრობს. მან ოპერაციაც გაიკეთა. რას ებრძვის ქრისტინე?
Sputnik

გულახდილმა ტელევარსკვლავმა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. ქრისტინე იმედაძემ ვიდეო კლინიკიდან ჩაწერა, სადაც გეგმიურ ოპერაციაზე მივიდა. როგორც აღმოჩნდა, ექიმების შეფასებიტ მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და მკურნალობას ექვემდებარება. ქრისტინემ ისიც აღნიშნა, რომ მისი მკურნალი ექიმი გუგა კუზანოვია. ვიდეო-მიმართვებზე ცნობილი ქირურგი მონიშნა და „ფოლოვერებს“ დაავადების გასაცნობად, კუზანოვის ოფიციალურ გვერდზე გადასვლკისკენ მოუწოდა. ქრისტინე იმედაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

„თვალების შეშუპებასთან დაკავშირებით ხშირად ვწუწუნებ. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ საღამოს ზედმეტი სითხე მივიღე, მერე მეგონა რომ მხოლოდ დილაობით. მოგვიანებით, ინექციაც გავიკეთე, თუმცა უკვე ვიცოდი- ეს თვალის თიაქარია და ქირურგიას გვერდს ვერ ავუვლიდი. მოკლედ, როგორც იქნა ოპერაცია დავგეგმე“,- მოყვა იმედაძემ. მანვე თქვა, რომ ოპერაცია რთული არ არის და „ფოლოვერებს“ პალატაც დაათვალიერებინა.

ესთეტიკური ცენტრების ხშირი სტუმარია, ისევე, როგორც თანამედროვე ეპოქის ქალბატონების უმეტესობა. თუმცა, როგორც ქრისტინე აღნიშნავს, პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია. ის მამაკაცებს ტანწერწეტობითა და პოზიტიური ხასიათით ხიბლავს, ამბობს, რომ დამატებითი ქირურგიული ჩარევები არ ესაჭიროება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მომღერალმა ბავშვობის ფოტოს გამოქვეყნება, რომელზეც უსაყვარლესად გამოიყურება. ის საკუთარ ქმედებებზე „ინსტა-ლაივებსა“ და სხვადასხვა გადაცემებში გულახდილად საუბრობს. აღნიშნულ ოპერაციაზეც თავად მოუვა მომხმარებლებს.

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი, მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით მიჰყო ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებისთვის გემოვნებიან ტანისამოსს ქმნის. ხელოვნებისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა, რომლის ასლია.