მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჯერჯერობით უცნობა გარდაცვლილის ვინაობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. გორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.