ყვითელი ამბები

ევა ბარბაქაძის მორიგი ექსპერიმენტი - ნახეთ რა გაიხვრიტა სექს-სიმბოლოს შვილმა

ევა ბარბაქაძე შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ექსპერიმენტებს განაგრძობს. ნახეთ ამჯერად რატომ მიაკითხა მან პირსინგის სპეციალისტს
Sputnik

ცნობილი მოდელის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის გოგონა, სავარაუდოდ, შეყვარებულს დაშორდა, რადგან სოციალური ქსელებიდან მათი ერთობლივი ფოტოები გაქრა. წყვილმა ზაფხული ბათუმში ერთად გაატარა, სწორედ მაშინ გაასაჯაროვა ევამ რომანტიკული ფოტოები, შემდეგ ყაზბეგში. თუმცა ამჟამად „ინსტაგრამზე“ გიორგი ყაჯრიშვილის ფოტოები წაშლილია. სწორედ სავარაუდო დაშორებას დაემთხვა ევას იმიჯის რადიკალური ცვლილება და ახალი ვარცხნილობაც.

ამჯერად გოგონამ დაქალებთან ერთად ერთ-ერთ სალონს მიაკითხა და ჭიპის პირსინგი გაიკეთა. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, ევამ ტკივილი გმირულად გადაიტანა და საკმაოდ კმაყოფილი ჩანს. ევასთვის ეს მესამე პირსინგია. ერთი პირსინგი გოგონას ცხვირზე, მეორე კი წარბზე აქვს.

აღსანიშნავია, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა. ის შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.