ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი – სცენა“

პროექტი გააერთიანებს ყველა საინტერესო მოვლენასა და ადამიანს კინოს, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და ხელოვნების სხვა სფეროებიდან.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს.

როგორც „პირველი არხის“ განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ხელოვნების სფეროს თვითგამოხატვის ხელმისაწვდომი ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ახალ ონლაინ–ალტერნატივას სთავაზობს.

საქართველოს ისტორია და კულტურა ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ყურადღების ცენტრში მოექცა

პირველი არხი – სცენა“ – ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მოისმინოს კონცერტი ქართველი შემსრულებლების შესრულებით, ნახოს ქართული ფილმები, თეატრალური დადგმები, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გამოფენები და ნამუშევრები. გარდა ამისა, პორტალზე იქნება სხვადასხვა კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციაზე დასწრების შესაძლებლობა ვირტუალური ბილეთის საშუალებით, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი, ესაა „ჯაზის საღამო“, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.