კირილ დმიტრიევი: რუსეთის მტრებს „სპუტნიკ V“-ს ლიდერობა აშინებთ

იმ ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა, რომლებშიც „სპუტნიკ V“ არის დარეგისტრირებული, 1,1 მლრდ კაცს აჭარბებს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მოწინააღმდეგეები ცდილობენ აღმოფხვრან პრეპარატ „სპუტნიკ V“-ს მიმართ ნდობა მსოფლიოში, ვინაიდან ის ერთ-ერთი საუკეთესოა, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

ვიეტნამში რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“ მოიწონეს

მისი თქმით, ვაქცინა „სპუტნიკ V“-მ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რაც რუსი მეცნიერების დიდ გმირობაზე მეტყველებს.

„ბევრი მტერი ცდილობდა წაეშალა ნდობა რუსეთისადმი, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ისინი ესოდენ დიდ ძალისხმევას რუსული ვაქცინის მიმართ ნდობის აღმოფხვრას ახმარდნენ — ეს იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მისი უბრალოდ ეშინიათ“, — განაცხადა დმიტრიევმა გამოფენაზე, რომელიც ვირუსოლოგიის დარგში რუსეთის ლიდერობის ისტორიას ეძღვნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის „სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია მსოფლიოს 37 ქვეყანაში. მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ ქვეყნებში 1,1 მილიარდ ადამიანზე მეტია.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ეს მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის.

მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.