სკანდალი აქციაზე კარვის გამო: რა ხდება რუსთაველზე?

პოლიცია ოპოზიციის აქციაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქტივისტებმა ბათუმიდან ჩამოტანილი კარავი გზის სავალ ნაწილზე დადგეს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ აქტივისტებს „გონივრული ვადა“ მისცა იმისთვის, რომ მათ პარლამენტის შენობასთან, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი აიღონ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

კარვების ქალაქი, პროტესტი კანცელარიასთან და კონცერტი: ოპოზიციის აქცია გრძელდება

პოლიცია ამ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქტივისტებმა კარავი გზის სავალ ნაწილზე დადგეს.

ისინი ხელს ვერ შეგვიშლიან კარვის გაშლაში, რადგან აქ ბევრი ხალხია, განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კარავი პარლამენტის ტერიტორიაზე ბათუმიდან გადმოიტანა, სადაც საპროტესტო აქცია დღემდე მიმდინარეობდა.

ამ დროისათვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება. ნაწილმა კარვები ტროტუარზე გაშალა და ახლა მუსიკას უსმენს.