„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკი გამოაქვეყნა

საქალაქთაშორისო სარკინიგზო რეისებზე ბილეთების ონლაინ–გაყიდვა ხუთშაბათს განახლდა, ხოლო სალაროებში ბილეთების შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკი გამოაქვეყნა. სარკინიგზო მიმოსვლა 27 თებერვლიდან აღდგება.

საქალაქთაშორისო მგზავრობა ძვირდება – რომელ მარშრუტებზე გაიზრდება ფასები და რამდენით

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი რიგი კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო – 25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა სასტუმროები და სამთო კურორტები.

კომპანია მოძრაობას აღადგენს მანამდე არსებული მიმართულებებით: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

მატარებლების საქალაქთაშორისო მოძრაობის გრაფიკი

საიდანგასვლის დროსაითჩასვლის დრო
თბილისი09:00ოზურგეთი17:45
ოზურგეთი09:00თბილისი17:30
თბილისი09:00ქუთაისი14:35
ქუთაისი12:00თბილისი17:30
თბილისი08:00ბათუმი13:35
ბათუმი08:30თბილისი14:04
თბილისი07:00ზუგდიდი12:58
ზუგდიდი13:45თბილისი19:50
თბილისი14:00ფოთი19:36
ფოთი08:05თბილისი13:45

„საქართველოს რკინიგზამ“ უკვე განაახლა ბილეთების ონლაინ–გაყიდვა საქალაქთაშორისო რეისებზე, სალაროებში კი ბილეთების შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი. ბილეთების ფასები არ შეცვლილა, თუმცა მატარებლები მხოლოდ დღისით იმოძრავებენ.

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა 27 თებერვლიდან აღდგება

კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო გადაყვანა და დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.

მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.