თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. კიევის საერთაშორისო ტურნირზე კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს, იუწყება „პირველი არხი“.
ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს სახელით 27 სპორტსმენი იჭიდავებს, ხოლო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უკრაინაში 19 ქართველი იასპარეზებს. უკრაინის დედაქალაქში სულ 33 ქვეყნის ეროვნული გუნდი შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი მომავალი ტურნირისთვის ასე გამოიყურება:
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ნაკრები
- 55კგ – ნუგზარ წურწუმია, რამაზ სილაგავა
- 60კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი, დათო ჩხარტიშვილი, ამირან შავაძე, გიზო მელაძე
- 63კგ – ლერი აბულაძე, ლევან ქავჟარაძე
- 67კგ – რამაზ ზოიძე, გიორგი შოთაძე, ჯონი ხეცურიანი
- 72კგ – შმაგი ბოლქვაძე, ოთარ აბულაძე
- 77კგ – გელა ბოლქვაძე, ბაკურ გოგოლი, საჩინო დავითაია
- 82კგ – აივენგო რიკაძე, დემურ ქავთარაძე
- 87კგ – თორნიკე ძამაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე
- 97კგ – გიორგი მელია, ირაკლი ქაჯაია, რევაზ ნადარეიშვილი
- 130კგ – იაკობ ქაჯაია, ზვიად პატარიძე, ლევან არაბული
თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ნაკრები
- 57კგ – ოთარ გოგავა, რობერტ დინგაშვილი
- 61კგ – თეიმურაზ ვანიშვილი, თორნიკე ქათამაძე
- 65კგ – შმაგი თოდუა, გიორგი ჭოლაძე, შოთა ფარტენაძე
- 70კგ – ზურაბ იაკობიშვილი, მირზა სხულუხია
- 74კგ – გიორგი სულავა, თემურ ბერუაშვილი
- 79კგ – ნიკა კენჭაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, ევსემ შველიძე
- 86კგ – საბა ჩიხრაძე
- 92კგ – ირაკლი მწითური
- 97კგ – ელიზბარ ოდიკაძე, ზურიკო ურთაშვილი
- 125კგ – გივი მაჭარაშვილი
პირველ საჭიდაო დღეს კიევის საერთაშორისო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით 55, 63, 72, 82, 97 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები გამართავენ, ხოლო თავისუფალ სტილში 57, 65, 74, 86, 97 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ.