კარვების ქალაქი, პროტესტი კანცელარიასთან და კონცერტი: ოპოზიციის აქცია გრძელდება

ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრისკენ მსვლელობით გაემართა, შემდეგ კი აქცია პარლამენტის შენობასთან მოაწყო. ოპოზიციის ლიდერებმა აქ თავიანთი უახლოესი გეგმები გამოაცხადეს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები ახლა მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან, ამავე დროს პარლამენტთან საკონცერტო სცენა და კარვების ქალაქი ეწყობა.

თბილისის ცენტრისკენ ათასობით ადამიანი მსვლელობით გაემართა, შემდეგ გაიმართა აქცია პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის ლიდერებმა აქ უახლოესი ორი კვირის გეგმა გამოაცხადეს.

პიკეტები და აქციები: ოპოზიციამ უახლოესი პერიოდის მოქმედების გეგმა გამოაცხადა

ოპოზიციის გეგმებშია პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის პიკეტირება, აქციები შსს-სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ეს ყველაფერი ახალი მასშტაბური საპროტესტო აქციით დასრულდება.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ ინაცვლებენ. იქ განაცხადებენ თავიან მოთხოვნებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, შემდეგ დაბრუნდებიან პარლამენტთან, სადაც საკონცერტო სცენის მოწყობა მიმდინარეობს.

პარლამენტის გვერდით დგამენ კარვებს, სადაც მომიტინგეები ღამის გატარებას აპირებენ.