ვოლსკი: მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ოპოზიციასთან დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik
ვოლსკი: მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ
„ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკურმა პარტიებმა არანაირად არ უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჰქვია. სისხლხორცეული დაინტერესებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოში არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებით მივიდეთ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ. მთავრობაში ხაზს უსვამენ მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობას.