ავტოავარია ყვარლის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. კახეთში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა გადაადგილებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

დარტყმის შედეგად ავტომანქანის მძღოლი მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.