თბილისის ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა

გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღსადგენად ამ დროისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგება 27 თებერვლის 21:00 საათამდე სრულად აღდგება.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. იუწყება კომპანია  „თბილისი ენერჯი“. 

კომპანიის ცნობით, ადგილზე სრულადაა მობილიზებული „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები.

„გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღსადგენად ამ დროისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გაზმომარაგება, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს, 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

„თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საერთო სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს.