ვიეტნამში რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“ მოიწონეს

სულ დღეისათვის რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე 37 ქვეყანაშია გაცემული.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ვიეტნამმა რუსეთში შექმნილი კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს საგანგებო გამოყენებაზე ნებართვა გასცა, იუწყება სააგენტო РИА Новости ქვეყნის სამთავრობო ინფორმაციის პორტალზე დაყრდნობით. 

შვეიცარიულმა გამოცემამ „სპუტნიკ V“ საექსპორტო ჰიტად აღიარა

გავრცელებული ცნობით, სამკურნალო პრეპარატებისა და მათი ინგრედიენტების რეგისტრაციის საკონსულტაციო საბჭომ ორი პრეპარატი მოიწონა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის — რუსული „გენერიუმის“ ნაწარმისა („სპუტნიკ V“-ს მწარმოებელი) და ასევე ამერიკული Moderna-ს პრეპარატი.

მანამდე ვიეტნამში კიდევ ერთი ვაქცინა — ბრიტანული AstraZeneca-ს პრეპარატი დარეგისტრირდა.

„პირველ კვარტალში ვიეტნამი მიიღებს 1,3 მლნ დოზაზე მეტ ანტიკორონავირუსულ ვაქცინას COVAX-ის პროგრამით, დიდი ბრიტანეთისგან (AstraZeneca), აშშ-სგან (Pfizer) და რუსეთისგან ( „სპუტნიკ V“)“, — განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თხან ლონგმა.

ვიეტნამის ხელისუფლება წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ვაქცინაციას გეგმავს.

ამ დროისათვის „სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია მსოფლიოს 37 ქვეყანაში (ვიეტნამის ჩათვლით).

დაიწყო „სპუტნიკV"-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის კვლევები

ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ეს მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის.

მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.