თბილისური გუმბათები: არქიტექტურული სტილი, მისტიკა თუ ტენდენცია? - ფოტო

Sputnik

საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გუმბათებში გარესამყაროსთან რაღაც ჰარმონიაც იმალება და ის შეიძლება კოსმოცენტრიზმის საფუძველიც კი იყოს. 

„წერტილოვანი ლოკდაუნი“: ვინ მუშაობს პანდემიის დროს საქართველოში - ფოტო

ასეა თუ ისე, ფორმა ფესვებით ღრმა წარსულში მიდის. ლამის იმ დროში, როდესაც ადამიანმა საკუთარი ხელით პირველი შენობა ააგო. პრიმიტიული კარავი, იურტა, იარანგა, ბუნგალო, იგლუ - ყველა ეს თავისი არსით გუმბათია. ჩვენმა უძველესმა წინაპრებმა ინტუიციურად მოძებნეს ფორმა, რომელიც უფრო დიდხანს ინარჩუნებს საციცოცხლოდ აუცილებელ სითბოს. უფრო მეტიც, ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ გუმბათოვანი სახლები ერთგვარი სფერული ლინზის მსგავსად იმარაგებს არა მარტო სითბურ ენერგიას, არამედ გარემომცველი სამყაროს ძალასაც. 

როგორ შეცვალა თბილისი თოვლმა: დათოვლილი ქალაქის ხედები

მრგვალ და სფერული ფორმების სახლებში მცხოვრები ადამიანები ხშირად არიარებენ ხოლმე, რომ სივრცის ტრიალს გრძნობენ, ივსებიან ენერგიით, ზოგს კი თავბრუც ეხვევა ხოლმე. მოკლედ, გუმბათის ქვეშ ყოფნა ყველაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. სწორედ ამიტომაცაა, რომ გუმბათოვანი კონსტრუქციები უკიდურესად იშვიათად გამოიყენება საცხოვრებელ კომპლექსტებში. ფუნქციურად და კონსტრუქციულად გუმბათები უფრო საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს შეესაბამება, სადაც ვიზიტორები ცოტა დროს ატარებენ.

როგორც Sputnik-საქართველოს რეპორტიორმა აღმოაჩინა, თბილისში თითქმის ყველა ნაბიჯზე შეიძლება შევხვდეთ გუმბათოვანი კონსტრუქციების ელემენტებს.

1 / 15
სამების საკათედრო ტაძარს ქვეყნის მთავარ გუმბათს უწოდებენ. ის სიმაღლით მსოფლიოში მესამეა. უამრავი ძველი ქართული ტაძრისგან განსხვავებით, სამება ახალი აგებულია, თუმცა მასში თავმოყრილია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ტრადიცია და თავისებურება
2 / 15
ცერემონიების სახლი, ყოფილი პრეზიდენტის სასახლე მტკიცებულებაა იმისა, რომ პომპეზური სტილი ეპოქის სპეციფიკას არ შეესაბამება
3 / 15
ამ შენობაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაა. ის საბჭოური არქიტექტურული ტრადიციების ნაყოფია
4 / 15
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გუმბათი ძალიან ორგანულად გამოიყურება. სამწუხაროდ, უამრავი მშენებლობის გამო გვერდებზე განთავსებულ ორი გლობუსი აღარ ჩანს
5 / 15
მეორე კორპუსი მოგვიანებით აშენდა და ნახევარსფეროები მის სახურავზე გაცილებით მოკრძალებულია. კოსმოცენტრიზმის ელემენტები შენარჩუნებულია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევს
6 / 15
ეს კი ახალი ქართული უნივერსიტეტის გუმბათია. ამჩნევთ პრინციპულ სხვაობას? ფორმის გარდა, აქ განათლების სისტემაც განსხვავებულია
7 / 15
კინოთეარტი „აპოლო“ ყოველთვის ერთგვარი კულტურული სიმბოლო იყო. უკვე მრავალი წელია შენობა ცარიელია. ეს კულტურისადმი დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს
8 / 15
თბილისის ცირკის გუმბათი ქალაქის უამრავი წერტილიდან ჩანს
9 / 15
ეს კი თბილისის ცენტრალური უნივერმაღია, რომელშიც ახლა TBC ბანკის სათავო ოფისია განთავსებული
10 / 15
ეს გუმბათი კი ყველა თბილისელს ეცნობა. როგორც ჩანს, პროექტის ავტორებმა რეკოსნტრუქციის დროს მისი საერთო სტილში გადაწყვეტა მოინდომეს
11 / 15
ეს კი „მაკდონალდსის“ გუმბათია რუსთაველზე
12 / 15
მელიქ-აზარიანცის სახლი თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობაა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გუმბათი საცხოვრებელ სახლს ადგას
13 / 15
ეს კი სახლის სახურავზე გუმბათის კიდევ ერთი მაგალითია
14 / 15
გუმბათებს ხანდახან სასტუმროების სახურავებზეც შევხვდებით
15 / 15
თბილისის იუსტიციის სახლის შენობა - თანამედროვე გუმბათის კონსტრუქციის მაგალითი - პრაქტიკული და ორიგინალური