ყვითელი ამბები

„ჩემი საოცრება...“ – მატილდა გვარლიანის ცეცხლოვანი ფოტოსესია გულგრილს არავის ტოვებს

ახალბედა მოდელის სურათები დიდი პოპულარობით სარგებლობს. Instagram-ზე ატვირთულ უახლეს ფოტოს 11 ათასზე მეტი მოწონება აქვს. მატილდას ხელშეუხებელი სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს.
Sputnik

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ცეცხლოვანი ფოტოსესიის ვიდეოს აქვეყნებს. ბოლო ფოტოსესიაზე მატილდას თეთრი საცურაო კოსტიუმი აცვია. გოგონა საოცარ ფორმაშია და მოკლედ შეჭრილი თმა ძალიან უხდება.

თბილისის, ბაქოს, პარიზის, მილანის, მიუნხენის წამყვანი სამოდელო სახლები სიამოვნებით თანამშრომლობენ ქართველ თინეიჯერ გოგონასთან, რომელსაც დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს. ქართული მოდის ახალი სახე Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობაზე ოცნებობს. კრიტიკოსების აზრით, მატილდას ყველა შანსი აქვს.

პოდიუმის ახალბედა წარმომადგენელმა პირველად თაკო ნაცვლიშვილის დედის სამოდელო სააგენტო Look Model Management-ს მიაკითხა. 12 წლის იყო და პოდიუმზე გამოსვლისგან მაშინ თავი შეიკავა. მოგვიანებით კი 14 წლის მატილდა დიდი წარმატებით დაბრუნდა. უახლესმა ვიდეომ სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია. „საოცრად ლამაზი ხარ“, „ძალიან შემაყვარა ამ გოგომ თავი“, „ჩემი საოცრება“, – უწერენ კომენტარებში მოდელს.