ყვითელი ამბები

„100 ლარი მასესხე...“ – თამო ვაშალომიძის უცნაურმა „ლუქმა“ სოცქსელები მოიცვა

ცნობილი მოდელის უცნაურმა ჩაცმულობამ სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიქცია. ნახეთ რა აცვია თამო ვაშალომიძეს.
Sputnik

თამო ვაშალომიძემ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქართული 100-ლარიანებით დაპრინტული ტანისამოსი აცვია. ფოტო მალევე გახდა განხილვის საგანი და უამრავი კომენტარი დაიმსახურა. „კიდე ეგ უნდოდა ლარს?“, „თამო ასი ლარი მასესხე“, „თამომ ლარის კურსი გაამყარა“, „ყოველთვის ორიგინალური იდეები და საუკეთესო შედეგი მაგარი გოგო ხარ წარმატებები შენ“, „ევროები უფრო მოგიხდება თამო“, – უწერენ მოდელს კომენტარებში.

თამო ვაშალომიძე ფაქტობრივად საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. მოდელმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიჭი გააჩინა, ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. თუმცა მალევე მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს უსაყვარლესი მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა ცხოვრების გარკვეულ დეტალებს.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.