მოლები და ბაზრობები 8 მარტიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან შეძლებენ

სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა 1 თებერვლიდან განაახლეს. ხოლო 8 თებერვლიდან საქართველოში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნა. ამ დრომდე შეზღუდვები მხოლოდ უქმე დღეებში მოქმედებდა.

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ვადაზე ადრე გადაწყვიტა.

საქართველოს მასშტაბით რესტორნები ფუნქციონირებას დახურულ სივრცეებში შეძლებენ>>

საქართველოს მასშტაბით კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება.