თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.
კერძოდ, ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. ასევე, სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. იწმინდება, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო გზებიც, აცხადებენ მერიაში.