ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს 1 მარტიდან გახსნიან

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას 1 მარტიდან განაახლებენ. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

მოლები და ბაზრობები 8 მარტიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ვადაზე ადრე გადაწყვიტა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განაახლებენ.

ასევე განახლდება ქვეყანაში რესტორნებისა კაფეების მუშაობა დახურულ სივრცეებში, გაიხსნება სპორტდარბაზები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და ა.შ.

სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან შეძლებენ>>

საქართველოს მასშტაბით კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაზე.