25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი  — Sputnik. 25 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

საქართველოში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზრუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ  8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მასზე აკრძალვა ამ დრომდე მოქმედებს.