„კომენდანტის საათი" კვლავ ძალაში დარჩა

ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ოთხშაბათს კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ნაწილი კვლავ ძალაში დარჩა.

„ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავიდან მოქალაქეების გადაადგილება იკრძალებოდა 22:00–05:00 საათამდე პერიოდში, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, დრო ერთი საათით გაიზარდა  და  აღნიშნული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.