თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.