ფსიქოლოგი: კარანტინის შემდეგ ბავშვებს უნდა მივცეთ დრო, რომ შეეგუონ ძველ გარემოს

ბავშვთა ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი სალომე გაბაძე საუბრობს იმაზე, როგორი შეიძლება იყოს ბავშვის ქცევა პანდემიის შემდეგ.
Sputnik
ფსიქოლოგი: კარანტინის შემდეგ ბავშვებს უნდა მივცეთ დრო, რომ შეეგუონ ძველ გარემოს
„ბავშვებმა მთელი ეს პერიოდი ვერ დახარჯეს ენერგია; როდესაც მათ მიეცემათ ამ ენერგიის დახარჯვის საშუალება, შესაძლებელია მოგვეჩვენოს, რომ ისინი მეტად აღგზნებულები არიან, ვიდრე იყვნენ მაშინ, როცა მათ ჰქონდათ ნორმალური დღის რეჟიმი. მათ გარკვეული პერიოდი უნდა მივცეთ, რომ ადაპტირდნენ მათთვის ძველ და ჩვეულ გარემოსთან“, – განაცხადა სალომე გაბაძემ.

ფსიქოლოგის განცხადებით, ამ დროს დიდი როლი აკისრია მშობელს და მან მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი შვილს ამ პროცესის შემსუბუქებაში.