მელია: ეს არის რეჟიმის დასასრული, როგორც არასდროს, ვარ ძლიერად, მაგრად

მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერები 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. გავრილოვის გამო საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ამ წუთებში თბილისის გარეუბანში, კახეთის გზატკეცილზე ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სპეცრაზმი „ნაცმოძრაობის" ოფისში შევიდა

„ეს არის რეჟიმის დასასრული, რეჟიმები ასე სრულდებიან! როგორც არასდროს, ვარ ძლიერად, მაგრად. მჯერა, რომ ამ კადრებს როცა ნახავენ ჩვენი შვილები, ამ კადრებს ნახავს ჩემი შვილი, იამაყებს საკუთარი მამით. ამიტომ გავრილოვი, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე ვერ გაგვასამართლებენ. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა გაგვაერთიანა, ასე ვიქნებით იქამდე, ვიდრე ეს რეჟიმი არ დაენარცხება ძირს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაცმოძრაობის“ ოფისი გარშემორტყმულია პოლიციელებით, მათ შორისაა სწრაფი რეაგირების რაზმი სეციალური აღჭურვილობით. სპეცრაზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ცოტა ხნის წინ შევიდა. შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს. მათ შენობიდან უკვე გამოიყვანეს რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.

კახეთის გზატკეცილი პარტიის ოფისთან გადაკეტილია.

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აფრთხილებს, ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.