ყვითელი ამბები

„ყველანაირად გვერდში დამიდგა...“ – რა დამოკიდებულება დააძლევინა ნანიკო ხაზარაძემ მეუღლეს

ნანიკო ხაზარაძის მეუღლემ მის დაავადებაზე გულწრფელად ისაუბრა. ნახეთ რა სჭირდა ცნობილი ტელეწამყვანის ფსიქოლოგ მეუღლეს.
Sputnik

ლევან მათითაშვილმა ახლახან გამოსცა წიგნი ალკოჰოლდამოკიდებულებასა და მისგან თავის დაღწევის გზებზე. წიგნის სახელწოდებაა „მე დამოკიდებული ვარ“. როგორც ლევანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მის გამოჯანმრთელებაში დიდია მისი მეუღლის, ნანიკო ხაზარაძის როლი.

„ყველანაირად გვერდში დამიდგა. თუმცა აქ ერთ მომენტს აღვნიშნავ – გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. თუ ადამიანს თვითონ არ უნდა საკუთარ თავს დაეხმაროს, ამას ვერავის ხათრით ვერ გააკეთებს“, – ამბობს ლევანი.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.