პოლიციამ ნიკა მელია სამშაბათს, დილით სპეცოპერაციის დროს დააკავა. პარტიის ოფისის შენობას ძალოვნებმა ალყა შემოარტყეს.
ამწეებისა და კიბეების დახმარებით სპეცრაზმელებმა შენობაში ფანჯრებიდან და სახურავიდან შეაღწიეს, მათი დიდი ნაწილი კი მთავარი შესასვლელიდან შევიდა.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბრძოლას დაკავებულიც განაგრძობს, და ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრულია“.
მანამდე სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის არეულობის ორგანიზებისთვის პატიმრობა შეუფარდა. მელიამ უარი თქვა განმეორებით გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ მისი წინასწარი დაკავება მოითხოვა. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მელიამ სასამართლოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოფისში გამოიკეტა.