შეერთებულ შტატებში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

აშშ-ში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სამ ომში ერთად – მეორე მსოფლიო, კორეისა და ვიეტნამის ომებში.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი 500 ათასი ამერიკელის ხსოვნის პატივსაცემად, განაცხადა ბრიფინგზე თეთრის სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.

​მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშები ხუთი დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.

ამასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს სანთლების დანთების ცერემონიაში, რა დროსაც წუთიერი დუმილი გამოცხადდება. ცერემონიას, პრეზიდენტთან ერთად, დაესწრებიან პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დუგლას ემჰოფი.

სხვადასხვა გათვლებით, შეერთებულმა შტატებმა უკვე მიაღწია ან უახლოეს მომავალში მიაღწევს ფსიქოლოგიურ ზღვარს – კორონავირუსის დიაგნოზით დაღუპულ 500 ათას ადამიანს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებმა დაკარგა ერთად აღებულ სამ ომში — მეორე მსოფლიო, კორეისა და ვიეტნამის ომებში.