თელავის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიკარგა

მამაკაცი ბოლოს თანასოფლელებმა 15 თებერვალს ნახეს. ახლობლებმა პოლიციას რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მიმართეს.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 70 წლამდე მამაკაცს ეძებენ, იუწყება „პირველი არხი“.

ახლობლების ინფორმაციით, ანზორ პეტროსიანი 15 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.