ზურა დოიჯაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე 25 თებერვალს დაკრძალავენ

ცნობილი ქართველი მომღერალი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
Sputnik

 

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს, რომელიც ისრაელში გარდაიცვალა, თბილისში 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ, ამის შესახებ ჟურნალისტი ბესუ ჩუბინიძე  საკუთარ Facebook-გვერდზე წერს. 

ზურა დოიჯაშვილი  14 თებერვალს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. ბოლო თვეების განმავლობაში მომღერალი გონზე, პრაქტიკულად, არ მოსულა, ძალიან დაიკლო და ბოლოს მისი წონა 37 კილოგრამს შეადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდები 23 და 24 თებერვალს გაიმართება – 23 თებარვალს, ნიშნიაძის ქუჩა №19-ში,  24 თებერვალს კი  ანჩისხატის ტაძარში.

ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა, მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა.

დოიჯაშვილი არის ავტორი ჰიტებისა: „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“ და სხვ.

2020 წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.