ყვითელი ამბები

სოფიკო შევარდნაძე 42 წლის ასაკში პირველ შვილს ელოდება

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სოფიკო შე­ვარ­დნა­ძე ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. სო­ფოს ახლა რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დის
Sputnik

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, 42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ეს ახალი ამბავი სოფიკო შევარდნაძემ Clubhouse – ის მოდურ დანართში საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე  სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს  პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს 2 ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.