საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა - ვიდეო

საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით, ორის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობდა სხდომა
Sputnik

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დილიდან სიტყვით გამოდიოდა მმართველი პარტიის წინაშე, რომელსაც ახალი სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. 

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

შემდეგ გაიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომა და პლენარული სხდომა, სადაც კვლავ გამოვიდა სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი და დეპუტატებს საქართველოს მთავრობის მომავალი გეგმები გააცნო. ხმის მიცემის პროცედურა დაახლოებით 10 საათზე დაიწყო.

საქართველოს მთავრობამ ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამასაც: „ევროპული სახელმწიფოს ასაშენებლად“. პროგრამის ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ჯანდაცვის პრობლემების გადაჭრა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

ღარიბაშვილის მთავრობაში ორი ახალი მინისტრია - თავდაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის.