„მძინარე ცოლი გადავზიდე ტყეში...“ – ქართველი წყვილის ვიდეომ სოცქსელები მოიცვა – ვიდეო

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ვლოგერმა გიორგი ჯობავამ მეუღლეს, სალი წვერავას დაბადების დღეზე უცნაური თავგადასავალი მოუწყო.
Sputnik

როგორც გიორგი „იუთუბის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰყვება, უნდოდა, რომ სალის დაბადების დღე დასამახსოვრებელი და გიჟური ყოფილიყო.

ამისთვის გიორგიმ ჯერ მეგობრები დაპატიჟა ბაზალეთში მდებარე კოტეჯში და იუბილე გადაუხადა ცოლს, რა დროსაც ცდილობდა კარგად დაეთრო. შემდეგ ავეჯის გადამზიდი კომპანია გამოიძახა იმისთვის, რომ მისი მძინარე ცოლი კოტეჯიდან ტყეში გადაეყვანათ.

გამოღვიძებულმა სალიმ ჯერ აღმოაჩინა, რომ შუა მინდორში ეძინა, რის გამოც შოკი მიიღო. მაგრამ უფრო დიდი სიურპრიზი მისთვის საოცნებო მანქანა აღმოჩნდა. გოგონა ისეთ ემოციებში იყო, მეგობრებს წყალი სთხოვა გონზე მოსასვლელად.