თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ჩატარებული ვაქცინაცია ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ყველგან ტარდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.
გებრეიესუსმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, არ გადადონ ვაქცინაცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსის ახალი შტამები გაჩნდება.
„ამ შემთხვევაში ვაქცინები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, შეიძლება უსარგებლო გახდეს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებში პრეპარატების არარსებობა პრობლემებს მდიდარს სახელმწიფოებსაც შეუქმნის. ამიტომ გებრეიესუსმა მოუწოდა ხელისუფლებებს, აუხსნან თავიანთ მოქალაქეებს, რომ ვირუსისგან დასაცავად საჭიროა არა მხოლოდ მათი ვაქცინაცია, არამედ „დანარჩენი სამყაროს“ ქვეყნების მოქალაქეებისაც.
მსოფლიოში კორონავირუსი 111 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.