თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.502-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 262.244 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 607), გარდაიცვალა – 3.447 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 318, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.713 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 207 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 5.275 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.736, PCR–ტესტით – 2.539.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,79%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,6%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.