1 მარტიდან  გეგმური ოპერაციების დაფინანსება განახლდება

ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას ეტაპობრივად განაახლებს
Sputnik

თბილისი,  22 თებერვალი – Sputnik. 1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება განახლდება, იუწყება პირველ არხი. 

საქართველო ვაქცინაციისთვის მზად არის – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს მთავრობის 2020 წლის ნოემბრის დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება (ზოგი გამონაკლისის დაშვებით) 2021 წლის მარტამდე შეწყდა.  გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული – იმ პერიოდში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 4–5 ათასს აღწევდა.

აღნიშნული შეზღუდვა მიმდინარე წლის მარტამდე მოქმედებს.  აღნიშნულ პერიოდამდე გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა შეჩერებული იქნება გარდა გადაუდებელი ოპერაციებისა, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურებისა.
ეპიდემიოლოგების თქმით, დღისთვის ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება. გასულ დღე–ღამეში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 268 ათასს გადააჭარბა,  სულ გაირდაიცვალა 3.447 ადამიანი.

21 თებერვლის მონაცემებით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი შემდეგია: დღიური - 2,79%, ბოლო 14 დღე - 2,6%, ბოლო კვირა - 2,6%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.